Tuesday, July 5, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

 დღეს განვიხილეთ მოდული 8. დავასრულეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. გავეცანით ერთმანეთის პორტფოლიოებს, გავაკეთეთ უკუკავშირი და ავტვირთეთ ბლოგზე.
ინტელის ტრენინგი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი აღმოჩნდა, მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში, რაც კიდევ მეტად გააუმჯობესებს თითოეული მოსწავლის 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს.
დიდი მადლობა ქალბატონ შორენას პოზიტიური და სასურველი გარემოს შექმნისთვის , რაც კიდევ უფრო ნაყოფიერს და შედეგიანს ხდიდა ჩვენს ტრენინგს. ძალიან მიყვარხარ და მომწონხარ შორენა.


Monday, July 4, 2016

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ მე-7 მოდულზე. ვისწავლეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. შევქმენით ფასილიტაციისათვის რესურსები. ვისწავლეთ ელექტრონული კითხვარების შექმნა.

Friday, July 1, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს გავიარეთ მოდული 6.დაგეგმვა წარმატებისათვის.ვიმუშავეთ წყვილებში,გავუზიარეთ ერთმანეთს მოშწავლის ნამუშევრის პრეზენტაცია დაშეფასების რუბრიკები. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავღცელებულ ოთხ დონეს .გავეცანით  ფსიქოლოგ ნინო ლაბარტყავას სლაიდს ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს.გავეცანით გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტს. გავიხსენეთ შეფასების სტრატეგიები და მოვახდინეთ მოდიფიცირება შეფასების რუბრიკების.შევიტანეთ შესწორებები გეგმაში.